ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში/ Կայքը վերամշակվում է

Ընդհանուր դրույթներր եւ պայմանները

ონლაინ მაღაზიის  წესები და პირობები

გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს:

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და შპს ,,ციტადელი’’-ს, ს.ნ. 404924285, (შემდგომში ,,ციტადელი’’) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის www.citadeli.com (შემდგომში ,,ვებ-გვერდი’’) გამოყენებასა და პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებულ პირობებს.

პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც ციტადელი თქვენს შესახებ,  თქვენგან ან მესამე პირებისგან მოიპოვებს მუშავდება წინამდებარე წესებში განსაზღვრული და ვებ-გვერდზე განთავსებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მოქმედებს მასთან ერთობლიობაში.

ვებ-გვერდზე შემოსვლითა და ვებ-გვერდით სარგებლობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს, მათ შორის, ციტადელის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ვებ-გვერდით სარგებლობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ციტადელის მომხმარებელთა მომსახურების ცენტრს ტელეფონის ნომერზე: 0322350035 (შიდა 007; 011; 016); ელ ფოსტაზე:  Onlinestore@citadeli.com

ვინაიდან თქვენ გაქვთ სურვილი ვებ-გვერდის საშუალებით შეიძინოთ პროდუქცია ხოლო ციტადელს სურს ვებ-გვერდის საშუალებით გაყიდოს პროდუქცია თქვენ და ციტადელი თანხმდებით დადოთ შემდეგი ხელშკრულება:

  1. ტერმინთა განმარტება
    • თუ ხელშეკრულების კონკრეტული ტექსტიდან და კონტექსტიდან გამომდინარე აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება:
      • ციტადელი/გამყიდველი/კომპანია/ჩვენ- შპს ,,ციტადელი’’, ს.ნ. 404924285, ფაქტიური მის: თბილისი, რ. აგლაძის #32; იურიდიული მის: თბილისი, საბურთალოს რაიონი, დიდი დიღომი, დ. თავდადებულის ქ., N16, ბ. 50
      • მომხმარებელი/მყიდველი- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ციტადელის მიერ ვებ-გვერდზე განთვასებული პროდუქციის შეძენის მიზნით ვებ-გვერდზე ახორციელებს შესაბამის მოქმედებებს/ოპერაციებს.
      • გამოყენების წესები/ხელშეკრულება - წინამდებარე წესები/ხელშეკრულება, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც ეს ხელშეკრულება შესაბამისი მითითებით მიიჩნევს ამ წესების ნაწილად და რომლებიც არეგულირებს მოხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის, დაკავშირებულს ნებისმიერ შინაარსთან, ფუნქციასთან და მომსახურებასთან, რომელიც შეთავაზებულია ვებ-გვერდზე.
      • ანგარიში- მომხმარებლის მერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიში.
      • ავტორიზაცია- მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშზე წვდომა.
      • პროდუქცია/საქონელი - ვებ-გვერდზე გასაყიდად განთავსებული ნივთები
      • მხარე - ერთ-ერთი მხარე კონტექსტის შესაბამისად.
      • მხარეები- ორივე მხარე ერთად.
      • ვებ-გვერდი - ვებ გვერდი citadeli.com და ციტადელის მიერ ხელმისაწვდომი ყველა სხვა ალტერნატიულ არხი.
      • ოპერაცია- მომხმარებლის მიერ პირად ანგარიშთან ან/და მომსახურებებთან დაკავშირებით  განხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია.
      • უნივერსალური იდენტიფიკატორები- ციტადელის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მონაცემების ერთობლიობა, რომელთა გამოყენებითაც იგი რეგისტრირდება იდენტიფიკაციის სისტემაში და შესაძლებლობა ეძლევა ისარგებლოს ციტადელის რიგი დისტანციური მომსახურებებით ან/და დისტანციური მომსახურების არხებით.
      • წვდომის კოდები- კოდები, პაროლები, მომხმარებლის სახელი, საიდენტიფიკაციო კოდი, უნივერსალური იდენტიფიკატორები და/ან სხვა სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა ციტადელმა მიაწოდოს მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებაზე წვდომისათვის.
    • კონტექტის შესაბამისად, მხოლობითი რიცხვის აღმნიშვნელი სიტყვები შესაძლოა გულისხმობდეს მრავლობითს და პირიქით.
  2. მომხმარებლის განცხადებები, გარანტიები და ვალდებულებები
    • წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, მომხმარებელი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ:
      • არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 ან მეტი წლის, სრული და შეუზღუდავი ქმედუნარიანობის მქონე ფიზიკური პირი (ან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი პირებისგან  ნებართვა, იმისათვის რომ დადოს ეს ხელშეკრულება).
      • მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დადოს და შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
      • გაეცნო წინამდებარე წესებს და პირობებს და ეთანხმება მათ.
      • მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
      • პირადი ანგარიშის გახსნისას და ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის მისი საქმიანობა ან/და ქმედება შესაბამისობაში არის/იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან
      • თანახმაა, პირადი ანგარიშის გახსნის შემდგომ, ციტადელმა მოიძიოს/გადაამოწმოს და დაამუშავოს (მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის) მომხმარებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია ან/და უნივერსალური იდენტიფიკატორები.
      • თანახმაა, ციტადელისთვის მიწოდებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე ციტადელის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა, მანამ სანამ ციტადელი მომხმარებლისგან არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას.
      • დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს ციტადელს ყველა იმ გარემოებ(ებ)ის შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის აღნიშნულ განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
    • ვებ-გვერდის დიზაინზე, პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრებზე, ძირითად პროგრამულ კოდზე, პროგრამული უზრუნველყოფასა და სხვა მასალაზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და შესაბამისად, ექვემდებარება დაცვას;
    • მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, რომ არ გამოიყენებს პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით მომსახურების გამოყენებასთან მიმართებაში;
    • მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშზე წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს.
    • მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. ციტადელი სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე.
    • მომხმარებელი ვალდებულია შეცვალოს მისი პაროლი და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ციტადელის მომსახურების ცენტრს, იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა წვდომის კოდ(ებ)ი ან საშუალებები იქნა მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებული. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა საფრთხეს შეუქმნის როგორც მომხმარებლის პირადი ანგარიშის უსაფრთხოებას, ასევე გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას ნებისმიერ ზარალთან დაკავშირებით.
    • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. ციტადელი არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. ციტადელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა.
  3. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და ავტორიცაზია
    • ვებ-გვერდით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ მომხმარებელმა ვებ-გვერდზე დაარეგისტრიროს პირადი ანგარიში და გაიაროს ავტორიზაცია.
    • ანგარიშის რეგისტრაცია:
      • რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს: მომხმარებლის სახელი, გვარი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომერი და პაროლი, რომელიც იცის მხოლოდ მან და სისტემა არ ინახავს მას ღია სახით, არამედ ინახავს მის ჰეშირებულ ვერსიას, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის გარდა მომხმარებლისა.
      • რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ვებ-გვერდის წესებს, პირობებს და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
      • მომხმარებელს რეგისტრაციის ან ავტორიზაციის გავლა facebook-ის პროფილის საშუალებით შეუძლია.
    • ავტორიზაცია:
    • ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა გაიაროს ავტორიზაცია.
    • ავტორიზაცია  ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით (ელ. ფოსტის და პაროლისა ან facebook-ის პროფილის საშუალებით).
  4. სისტემაში რეგისტრირებული იდენტიფიკატორები:
    • მომხმარებლის სახელი – დისტანციური მომსახურების მისაღებად, ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო, ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემის მიერ ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრული ერთ-ერთი პარამეტრი.
    • პაროლი – ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრაციისთანავე, ციტადელის მიერ შერჩეული დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის ან კომუნიკაციის სხვა არხის საშუალებით. პაროლი ექვემდებარება შემდგომ განახლებას/ცვლილებას მომხმარებლის სურვილისამებრ.
    • მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერად წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
    • უნიკალურია მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მოხმარებელი იღებს ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ცენტრალიზებული დისტანციური მომსახურების მისაღებად მომხმარებელს შესაძლოა განესაზღვროს ავტორიზაციის განხორციელების ვალდებულება მარტივი (სახელისა (ელ.ფოსტა) და პაროლის გამოყენება) ან რთული (სახელის, პაროლისა და ერთჯერადი კოდის გამოყენება) ავტორიზაციის მეთოდით. ავტორიზაციის მეთოდი ყოველი შესაბამისი დისტანციური მომსახურების არხ(ებ)ის/მომსახურებებით სარგებლობისათვის ასევე რეგისტრირდება ცენტრალიზებული იდენტიფიკაციის სისტემაში.
    • მომსახურების გაუმჯობესებისა ან/და უსაფრთხოების მიზნებისთვის კომპანიამ შესაძლებელია განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები.
  5. მომხმარებლისმიერ სასურველი პროდუქციის შერჩევა, შეკვეთის განთავსება და მიღება:
    • მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით გადადის მთავარ გვერდზე, საიდანაც მას შეუძლია სხვადასხვა ინფორმაციაზე წვდომა განთავსებული ნავიგაციის ღილაკების მეშვეობით.
    • ნავიგაციის ღილაკების საშუალებით მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი პროდუქტის მახასიათებლების, ფასდაკლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემის მიხედვით.
    • მომხმარებელი  „კალათაში დამატების“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
    • ყიდვის პროცედურის დასრულებამდე მომხმარებელი შესაბამის გვერდზე და შესაბამის ველებში მის შესახებ უთითებს შემდეგ ინფორმაციას: პირადი ნომერი ან საიდენტიფიკაციო კოდი, მობილურის ნომერი, ფაქტიური მისამართი, მისთვის სასურველ მიტანის და გადახდის მეთოდები. აღნიშნული ველების შევსების შემდეგ მყიდველს ეძლევა შესაძლებლობა დაასრულოს ყიდვის პროცედურა.
    • ყიდვის გვერდზე არსებული ველების შევსების შემდეგ გადახდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ მოხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც პროდუქტის ღირებულებას შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა სერვისის მომსახურების საფასური.
    • მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით არჩეული ნივთი შეძენილად ითვლება და მომხმარებელს ნივთზე საკუთრების უფლება გადაეცემა მას შემდეგ, რაც ეს ნივთი კომპანიის მიერ მომხმარებელს ან მომხმარებლის მიერ ნდობით აღჭურვილ პირს (ვინაობა ფიქსირდება კომენტარის ველში), მითითებულ მიტანის ადგილას ჩაბარდება და მიმღები პირი ხელმოწერით დააფიქსირებს.
    • ციტადელი უფლებამოსილია, ცალმხრივად, თავისი შეხედულებისამებრ მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვის გაუქმება.
    • თუ ციტადელი გააუქმებს მომხმარებლის მიერ განხორციელებულ შესყიდვას, ციტადელი ვალდებულია მომხმარებელს, იმავე ანგარიშზე და იმავე ოდენობით დაუბრუნოს თანხა, რაც მომხმარებელმა გადაიხადა კომპანიის მიერ შესყიდვის გაუქმებამდე.
    • შეკვეთა შესაძლოა დაკორექტირდეს მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციით და შეკვეთის თანხებს შორის სხვაობის დამატებით ჩამოჭრას ან დაბრუნებას მომხმარებელი ადასტურებს ციტადელის ოპერატორთან სატელეფონო საუბრისას.
    • კომპანიის სამუშაო საათებია 09:00-18:00, თუ მომხმარებელი შეკვეთას განახორციელებს 18:00 საათის შემდეგ, შეკვეთის მიღება და დამუშავება მოხდება მოდევნო სამუშაო დღეს.
    • კომპანიის სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. თუ მომხმარებელი შეკვეთას განახორციელებს შაბათ-კვირას ანდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში, შეკვეთის მიღება და დამუშავება მოხდება ორშაბათს ანდა უქმე დღეების დასრულების მომდევნო დღეს.
  1. შეძენილი პროდუქციის მიღების წესი
    • მომხმარებელი ვებ-გვერდის საშუალებით შეძენილი პროდუქციის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით.
    • მომხმარებელის მიერ პროდუქტის განვადებით ან/და უნაღდო ანგარიშსწორებით (ბარათით) შეძენის შემთხვევაში, შეძენილი პროდუქტის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს:
      • მომხმარებელი;
      • მომხმარებელის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა ქმედუნარიანი პირი.
    • თუ მომხმარებელს სურს რომ პროდუქცია მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან ყიდვის პროცედურის დასრულებამდე მომხმარებლის შესაბამის გვერდზე და შესაბამის ველებში (კომენტარის ველში) ჩამბარებელი პირის შესახებ უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია: სახელი გვარი, პირადი ნომერი და მობილურის ნომერი.
  2. მომხმარებელსა და ციტადელს შორის ანგარიშსწორება:
    • მომხმარებელს შეუძლია ანგარიშსწორება განახორციელოს საკრედიტო ბარათით, რაც მოიცავს წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობას.
    • საკრედიტო ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის შპს “ციტადელი“.
    • მომხმარებელი ციტადელთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით:
      • VISA, MASTERCARD, AMERICAN EXPRESS ბარათით საიტზე citadeli.com
      • ონლაინ განვადებით
  1. საგარანტიო პირობები
    • კომერციული გარანტია ვრცელდება მხოლოდ იმ პროდუქციაზე, რომელსაც მოყვება საგარანტიო ტალონი.
    • საგარანტიო მომსახურების მიღების პირობები განსაზღვრული იქნება შესაბამის საგარანტიო ტალონში.
    • კონკრეტულ პროდუქციაზე საგარანტიო პირობების გავრცელების დეტალების გასარკვევად მომხმარებელს შეუძლია ინფორმაცია მიიღოს ციტადელთან წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო საშუალებებზე დაკავშირების გზით.
    • თუ მომხმარებელი ან მომხმარებლის მიერ განსაზღვრული პირი პროდუქციის ჩაბარებისას არ განაცხადებს პრეტენზიას პროდუქციის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ითვლება რომ პროდუქცია უნაკლოა და მას არ აქვს არანაირი გარეგნული დაზიანება და დეფექტი.
  2. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

მომხმარებელი, რომელიც არის ფიზიკური პირი და რომელიც პროდუქციას შეიძენს პირადი მოხმარების მიზნით, უფლებამოსილია მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ პროდუქციის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში უარი თქვას  ხელშეკრულებაზე და ისარგებლოს პროდუქციის დაბრუნების შემდეგი პირობებით:

ორშაბათი   10:00 – 17:00 სთ.

სამშაბათი   10:00 – 17:00 სთ.

ოთხშაბათი 10:00 – 17:00 სთ.

ხუთშაბათი 10:00 – 17:00 სთ.

პარასკევი     10:00 – 17:00 სთ.

შაბათი          10:00 – 17:00 სთ.

კვირა            10:00 – 17:00 სთ.

დღის სხვა მონაკვეთებში პროდუქციის დაბრუნება არ ხდება.

 

ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება

ჩამოტვირთეთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმა (დანართი #1)

  1. ციტადელის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
    • ციტადელი არ არის პასუხისმგებელი და არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან/და მომსახურება იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი ან არ ექნება პროგრამული შეცდომები, ვირუსები ან სხვა შეცდომები.
    • ციტადელის პასუხისმგებლობა შეზღუდულია მხოლოდ მეორე მხარისთვის მიყენებული პირდაპირი ზიანით.
    • ციტადელი არ არის პასუხისმგებელი:
      • ნაკლის მქონე პროდუქტის რეალიზაციის შედეგად ან სხვა ნებისმიერი მიზეზით დამდგარი არაპირდაპირი ზიანისთვის, რაც მათ შორის, მოიცავს რეპუტაციისათვის მიყენებულ ზიანს, მიუღებელ შემოსავალს, ბიზნესის დანაკარგს ან სხვა ნივთობრივ დანაკარგს.
      • მომხმარებლის მიერ განხორციელებული შესყიდვის ნებისმიერი მიზეზით გაუქმებისას დამდგარი პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის.
      • მომხმარებლის ან/და ნებისმიერი პირის წინაშე, სახელშეკრულებო ან/და ნებისმიერი სახის ზიანისთვის, რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებული არის, მომხმარებლის მიერ საიტზე არსებული ნებისმიერი ბმულის გამოყენებასთან. ციტადელი არ არის პასუხისმგებელი ინტერნეტ ვებ-გვერდის ბმულის შინაარსზე, რომელზეც მომხმარებელი გადამისამართდება ვებ-გვერდიდან ან მისი მომსახურებიდან.
      • ხელშეკრულების ან/და ვებ-გვერდის ცვლილების, ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან შეწყვეტისთვის.
      • თუ ვებ-გვერდი არ იმუშავებს გამართულად, ოპერაციის, ტრანზაქციის ან ტრანსმისიის შეფერხების ან შეწყვეტის, მონაცემების ან კონტაქტის ან ხაზების დაკარგვის ან დაზიანების, მესამე პირთა მიერ საიტის ან მისი შემადგენლობის მესამე პირთა მიერ უკანონო გამოყენების, ან ნებისმიერ ციტადელის კონტროლს მიღმა არსებული გარემოების შემთხვევაში.
    • თუ რაიმე შეცდომა გამოიწვევს მომხმარებლის მოგების ან მომხმარებლისთვის გადასახდელი მოგების გაზრდას, მომხმარებელს არ აქვს უფლება მიიღოს ასეთი მოგება. მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ციტადელს ასეთი შეცდომის შესახებ და დაუბრუნოთ ციტადელს ასეთი შეცდომის შედეგად მოხმარებლის ანგარიშზე ჩარიცხული ყველანაირი მოგება (ციტადელის მითითების შესაბამისად) ან ციტადელმა შესაძლოა, თავისი შეხედულებისამებრ, ჩამოაჭრას მომხმარებელს ანგარიშიდან აღნიშნული მოგების ოდენობითი თანხა.
    • ციტადელი პასშეუხისმგებელია:
      • მომხმარებლის წინაშე პირად ანგარიშზე ოპერაციების წარმოების სისწორესა და დროულობაზე წინამდებარე პირობებით განსაზღვრული წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
      • პირად ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობაზე, გარდა კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
  1. პირადი ანგარიშის დახურვა და სარგებლობის შეზღუდვა
    • ციტადელი უფლებამოსილია მომხმარებელს ცალმხრივად, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინების საშუალებით, შეუწყვიტოს ან შეუზღუდოს უფლება, ისარგებლოს ვებ-გვერდით, თუ მიიჩნევს, რომ დაირღვა წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნები.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირადი ანგარიშის გაუქმება. ამისთვის მან კომპანიას მოთხოვნა უნდა გაუგზავნოს კომპანიის ელ. ფოსტაზე. ვებ-გვერდზე მომხმარებლის პირადი ანგარიში გაუქმდება კომპანიის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან 01 თვის ვადაში.
    • ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირადი ანგარიშის გაუქმება არ იწვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის პოლიტიკის დებულებების შეწყვეტას.
    • ვებ-გვერდზე რეგისტრირებული პირადი ანგარიშის გაუქმება არ იწვევს მომხმარებლის პერსონალური მონაცემების ავტომატურ წაშლას. პეროსნალური მონაცემების წასაშლელად მომხმარებელმა შესაბამისი მოთხოვნა უნდა გააგზავნოს კომპანიის ელ. ფოსტაზე. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის პერსონალური მონაცემები წაიშლება კომპანიის მიერ მომხმარებლის მოთხოვნის მიღებიდან 01 თვის ვადაში.
  2. მარეგურილებელი სამართალი და დავის გადაწყვეტა
    • ნებისმიერი საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
    • ხელშეკრულების შესრულების ადგილს წარმოადგენს საქართველო.
    • დავის წარმოშობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს სასამართლოების მიერ.
  3. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
    • წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდით სარგებლობის დაწყებისთანავე და ძალაში რჩება მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე.
  4. დასკვნითი დებულებები:
    • ხელშეკრულების მუხლები, პუნქტები და ქვეპუნქტები დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს ხელშეკრულების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
    • მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია ციტადელს მიაწოდოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და, ასევე, წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც ციტადელი მოითხოვს ან/და განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
    • ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ხელშეკრულების დანარჩენი დებულებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ხელშეკრულებით (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
    • ციტადელს აქვს უფლება, ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს ციტადელის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, ციტადელის ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
    • მომხმარებელი ციტადელთან წერილობითი თანხმობის გარეშე არ არის უფლებამოსილი ამ პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
    • წინამდებარე პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია ციტადელის იურიდიული მისამართი.
    • იმ ხელშეკრულების დანართებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ვრცელდება ხელშეკრულების მუხლების, პუნქტების და ქვეპუნქტების მოქმედება.